Monday, June 8, 2015

მონაცემების ანალიზი

გაკვეთილს გეგმა  
შეფასების კრიტერიუმები
პრეზენტაცია

პროექტი მონაცემთა ანალიზი

1.პროექტის სახელწოდება: მონაცემთა შეგროვება და ანალიზი-    „GGG  მარკეტში  ყველაზე მოთხოვნადი    პროდუქტი“
2.პროექტის მთავარი იდეა  (თემა)-მოსწავლეებმა შეაგროვონ ინფორმაცია ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე და მოახდინონ მისი ორგანიზება.
3. პროექტის  აქტუალობა: შეძლონ  მონაზემთა დახარისხება და ანალიზის გაკეთება.
4. პროექტის მიზნები: კვლევა-ძიების, მონაცემთა ანალიზის.
5. მონაწილეთა ასაკი:    VII-კლ,     12   წლის
6. ვადები, ხანგრძლივობა:      ორი კვირა
8. პროექტისათვის     საჭირო   რესურსები:   კომპიუტერი, ცხრილები, ფაილები, თაბახის ფურცლები
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეთა განაწილება ჯგუფებში, თემის შერჩევა  თითოეული ჯგუფისთვის:
1-მარკეტში ყველაზე მოთხოვნადი   წვენები;  
2-ყველაზე მოთხოვნადი სიგარეტი;
3-ყველაზე მოთხოვნადი ძეხვეული
4--ყველაზე მოთხოვნადი სარეცხი საშუალებები
წარმოადგენენ კომპიუტერის გამოყენებით   სტატისტიკური მონაცემების ცხრილებს, წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს
პროექტის შედეგებს წარმოადგენენ  პრეზენტაციის სახით
10. საგნებთან, /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშრი : მათემატიკა- ინფორმატიკა
მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
  • მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპონდენტებს და მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
მათ. VII.15. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
  • ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას, წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/კლასიფიკაციის პრინციპზე;
  • ქმნის მოწესრიგებულ მონაცემთა ცხრილებს და ასაბუთებს შერჩეული დიზაინის მიზანშეწონილობას;
  • აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი-და-იგივე თვისობრივი ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.
მათ. VII.16. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
  • სვამს კითხვებს მონაცემების შესახებ ან ახასიათებს მონაცემებს, რომლებიც წარმოდგენილია სიის, ცხრილის, პიქტოგრამის ან დიაგრამის სახით, მსჯელობს არსებულ კანონზომიერებებსა და გამორჩეულ მონაცემებზე;
  • ირჩევს შესაფერის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, ითვლის და იყენებს მათ მონაცემთა ჯგუფის დასახასიათებლად;
  • ადარებს მონაცემთა რამდენიმე ჯგუფს და წარმოაჩენს თვისობრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების გარეშე).
11.  პროექტის ხელმძღვანელი:      ნაზი  ჩარქსელიანი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmacharqso@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://irmacharqso.blogspot.com